Samsung

Samsung ამზადებს ფლაგმანურ «გუგლფონს» Stealth V

ინტერნეტში გამოჩნდა ინფორმაცია კომპანია Samsung-ის ფლაგმანურ კომუნიკატორზე Stealth V-ზე (SCH-i510).

სმარტფონი მიიღებს დისპლეის წერტილოვანი გარჩევადობით 480×800 (WVGA), კამერას 8-მეგაპიქსელიანი მატრიცით, Wi-Fi (IEEE 802.11n)-ს და DLNA ტექნოლოგიის მხარდაჭერას. დაუდასტურებელი მონაცემებით, აპარატს ექნება პროცესორი ტაქტური სიხშირით 1,2-გცჰ, ასევე აღსანიშნავია, რომ სმარტფონს შეუძლია მაღალი ხარისხის ვიდეოს დამუშავება (1080p-მდე).

პროგრამულ პლატფორმად არჩეულია Google Android-ის 2.2 ან 2.3 ვერსიის ოპერაციული სისტემა.

გამორიცხული არ არის, რომ სიახლის ანონსი შედგეს Mobile World Congress 2011-ის გამოფენაზე, რომელიც ჩატარდება ბარსელონაში (ესპანეთი) 14-დან 17 თებერვლამდე.

გამოყენებულია Electronista-ს მასალები.


დაარქივებულია ორიგინალის მიხედვით · გამოქვეყნდა 29 ნოემბერი, 2010 ·არქივის შესახებ