კომპანია Samsung-მა წარმოადგინა, შემდეგი თაობის TV-პანელი, რომელიც აღჭურვილია «ულტრამაღალი გარჩევადობის მოწყობილობით» (Ultra Definition).
სიახლეს, აქვს 70-დიუმიანი დიაგონალი წერტილოვანი გარჩევადობით 3840×2160, რომელიც ბევრად აღემატება თანამედროვე Full HD ფორმატის ტელევიზორებს და მონიტორებს ( 1920×1080 წერტილი).
TV-პანელი შესრულებულია OS-TFT ტექნოლოგიით (Oxide Semiconductor TFT ). ეკრანის განახლების სიხშირე შეადგენს 240 ჰც-ს. პანელს შეუძლია მოცულობითი გამოსახულების ჩვენება, რისთვისაც საჭირაო სპეციალური სათვალის გამოყენება.
სიახლის, გაყიდვაში გამოსვლის თარიღის და ღირებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.
გამოყენებულია Engadget-ის მასალები.


