(SIA-ს მონაცემები).
ნახევრგამტარების ინდუსტრიის ასოციაციამ (SIA) გამოთვალა, რომ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, მთელს მსოფლიოში, გაიყიდა $79,4 მლრდ-ის ნახევარგამტარული მიკროსქემები. 2009 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, როცა ბაზრის მოცულობა არ აღემატებოდა $62,9 მლრდ-ს, ზრდამ 26,2% შეადგინა.
ასევე, თუ მესამე კვარტლის რეზულტატს შევადარებთ მეორე მეოთხედის მაჩვენებელს, გაყიდვები 6,1%-ით გაიზარდა: 2010 წლის მეორე კვარტალში, სულ, გაიყიდა $74,8 მლრდ-ის ნახევარგამტარული პროდუქცია.
ამერიკულ ბაზარზე ნახევარგამტარების გაყიდვა, კვარტალური გამოთვლებით, 6,1%-ით გაიზარდა, ევროპაში — 5%-ით, იაპონიაში — 11,5%-ით, აზია-წყნაროკეანურ რეგიონში — 4,9%-ით.
SIA-ის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მიმდინარე წელს, გასულ წელთან შედარებით, ბაზრის მოცულობა $60,3 მლრდ-ით გაიზრდება, ანუ $290,5 მლრდ $230,2 მლრდ-ის წინააღმდეგ.
წყარო SIA.

