Sharp Galapagos 003SH.
როგორც მოსალოდნელი იყო, Sharp-მა წარმოადგინა ორი ”გუგლფონი” 3D-დისპლეით. მოდელები Galapagos 003SH და 005SH გაიყიდება მხოლოდ იაპონიაში ადგილობრივი ფიჭური ოპერატორის SoftBank-ის მიერ. პირველი სიახლის შეძენა შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის დეკემბერში, ხოლო მეორე მოდილის შეძენა მომავალი წლის თებერვალში.
ორივე სმარტფონი აღჭურვილია 3,8-დიუმიანი სენსორული ASV-დისპლეით (Sharp Advanced Super View TFT), წერტილოვანი გარჩევადობით 480×800 (WVGA) და «მულტითაჩ» ტექნოლოგიის მხარდაჭერით, რომელის მეშვეობითაც შესაძლებელია გამოსახულების დანახვა სპეციალური სათავალის გარეშე. სავარაუდოდ, ეკრანი იყენებს parallax barrier-ის ეფექტს.
მოდელ Sharp Galapagos 003SH-ს აქვს 9,6-მეგაპიქსელიანი კამერა CCD-მატრიცაზე ავტოფოკუსით და HD-ვიდეოს ჩაწერის ფუნქციით 720p ფორმატში. მოწყობილობას, ასევე აქვს 400 მბ ჩაშენებული მეხსიერება, Bluetooth მოდული, Wi-Fi და GPS. სმარტფონი –– Qualcomm Snapdragon-ის გიგაჰერცულ პროცესორზე, ხოლო პროგრამულ პლატფორმად გამოყენებულია Android 2.2-ის ოპერაციული სისტემა.
Sharp Galapagos 005SH-ს გააჩნია მოძრავი QWERTY-კლავიატურა, 512 მბ მეხსიერება და კამერა 8-მეგაპიქსელიანი მატრიცით. ამ ჩამონათვალზე მთავრდება მოდელებს შორის განსხვავება.
Sharp Galapagos 005SH.
httpvhd://www.youtube.com/watch?v=XymeluvxIlk
გამოყენებულია Sharp-ის მასალები.


