Sharp: 3D-სმარტფონები იაპონიის ფარგლებს გარეთ!
შემდეგი წლიდან კომპანია Sharp გეგმავს თავისი 3D-დისპლეიანი კომუნიკატორების გატანას იაპონიის ფარგლებს გარეთ.
2011 წელს Sharp-ის 3D-დისპლეიანი კომუნიკატორები გამოჩნდება აშშ-ში, ჩინეთში და ინდოეთში. ინფორმაცია ამ მოწყობილობების ტექნიკური მახასიათებლების შესახებ, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მოსლოდნელია, რომ მოწყობილობა მიიღებს 3,8-დიუმიან ASV-დისპლეის (Sharp Advanced Super View TFT) და Android OS-ს.
გეგმავს თუ არა Sharp 3D-სმარტფონების გაყიდვას ევროპაში უცნობია.
გამოყენებულია SlashGear-ის მასალები.
დაარქივებულია ორიგინალის მიხედვით · გამოქვეყნდა 29 ნოემბერი, 2010 ·არქივის შესახებ

