კომპანია Sony Ericsson ამზადებს ახალ ფლაგმანურ გუგლფონს, რომლიც შეცვლის XPERIA X10-ს.
სიახლე კოდური დასახელებით Anzu, გარეგნულად არ განსხვავდება მისი წინამორმბედისაგან. აპარატს აქვს 4,3-დიუმიანი სენსორული დისპლეი და HDMI პორტი; გარდა ამისა, მოდელს სავარაუდოდ ექნება 12-მეგაპიქსელიანი კამერა HD-ვიდეოს ჩაწერის ფუნქციით 720p ფორმატში (1280×720 პიქსელი).
Sony Ericsson Anzu-ს პროტოტიპი ფუნქციონირებს Android 2.1-ის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ, თუმცა აპარატი ბაზარზე გამოჩნდება ამ პლატფორმის უფრო ახალი ვერსიით.
Sony Ericsson Anzu-ს რელიზი შედგება 2011 წლის პირველ კვარტალში.
გამოყენებულია XPERIA X10 Blog-ის მასალები.

