ინტერნეტში გამოჩნდა ახალი არაოფიციალური ინფორმაცია Sony Ericsson-ის კომუნიკატორის Xperia X12-ის (Anzu) შესახებ.

ცნობილი იყო, რომ მოწყობილობას ექნებოდა 4,3-დიუმიანი სენსორული დისპლეი და HDMI პორტი; გარდა ამისა, 12-მეგაპიქსელიანი კამერა HD-ვიდეოს ჩაწერის ფუნქციით 720p ფორმატში (1280×720 პიქსელი).

ხოლო, ბოლოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მოწყობილობას ექნება: 4,2-დიუამიანი ეკრანი წერტილოვანი გარჩევადობით 854×480, 8,1-მეგაპიქსელიანი კამერა HD-ვიდეოს ჩაწერის ფუნქციით 720p ფორმატში, Wi-Fi ადაპტერი 802.11b/g/n-ის მხარდაჭერით, HDMI პორტი, 3,5 მილიმეტრიანი ბუდე ყურასასმენის შესაერთებლად და აკუმულატორული ელემენტი მოცულობით 1 500 მა/სთ.

სავარაუდოდ, კომუნიკატორი აღჭურვილი იქნება: Qualcomm-ის პროცესორით MSM7230 (ტაქტური სიხშირე 1 გჰც-მდე). ხოლო, პროგრამულ პლატფორმად გამოყენებული იქნება Google Android-ის 2,3 ვერსიის (Gingerbread) ოპერაციული სისტემა.

მოსალოდნელია, რომ სიახლის პრეზენტაცია შედგება შემდეგი წლის პირველ კვარტალში.

გამოყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.