აეროკოსმიური კვლევების იაპონურმა სააგენტომ (JAXA) გააკეთა განცხადება, რომ აპარატ “ჰაიაბუსას” კაფსულაში, რომელიც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა დედამიწაზე, აღმოაჩინეს არადედამიწული წარმოშობის მტვრის ნაწილაკები.
ზონდს, რომელსაც უნდა შეეგროვებინა ასტეროიდ 25143იოტოკავას ნივთიერებები გაუშვეს 2003 წელს. “ჰაიაბუსას” მისია წარუმატებლად მიმდინარეობდა: მისი ძრავი და მზის პანელები ცუდად მუშაობდა, ხოლო სპეციალური მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ, რომელიც წარმოადგენდა სინჯების აღების მექანიზმს მეცნიერებს უკვე ეჭვი შეეპარათ, რომ ის თუნდაც რაიმე ტიპის მასალის ჩამოტანას შეძლებდა. მოგზაურობის მთლიანმა ხანგრძლივობამ დაგეგმილზე 3 წლით მეტ ხანს გასტანა, ის დამთავრდა ამ წლის 13 ივნისს.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ჰაიაბუსამ” ყველაფრის მიუხედავად შეასრულა მისია გამოჩნდა ოქტომბრის დასაწყისში. ეხლა კი ეს მონაცემები ოფიციალურად დადასტურდა JAXA-ის მიერ.
სააგენტოს პრეს-რელიზში საუბარია ათასხუთას ნაწილაკზე, რომლებიც ამოიღეს აპარატის კაფსულის პირველი განყოფილებიდან, სპეციალური ტეფლონური ნიჩბის მეშვეობით და შეისწავლეს ელექტრონული მიკროსკოპის მეშვეობით. მათი უმეტესობის დიამეტრია 10 მკმ-ზე ნაკლები. მინერალის შემადგენელი ელემენტები (ოლივინი, პიროკსენი, პლაგიოკლაზი) არ შეესაბამება დედამიწისას; ამას გარდა მეცნიერებმა აღმოაჩინეს მინერალი ტროლიტი, რომელიც ძალიან იშვიატად გვხვდება დედამიწის ქერქში.
ანალიზის შედეგად დაადგინეს, რომ ნაწილაკების დიდი ნაწილი ადრე ეკუთვნოდა ასტეროიდს.
გამოყენებულია ScienceNOW-ის მასალები.

