ММО-თამაში Stargate Worlds, რომელიც იქმნება ტავისი მოსახელე ტელესერიალის მოტივების მიხედვით შემქმნელების გარეშე დარჩა. პროექტის მომავალი ბედი ჯერ-ჯერობით უცნობია.
ეხლახანს გაირკვა, რომ 3 ნოემბერს კომპანია Metro-Goldwyn-Mayer (MGM)-მა, რომელსაც ეკუთვნის უფლება “ვარსკვლავთკარიბჭის” სამყაროზე, სტუდია Cheyenne Mountain Entertainment-ს აუკრძალა პროექტზე მუშაობის გაგრძელება. გადაწყვეტილება ნამდვილად კანონზომიერია, თუ გავიხსენებთ თუ რა ხდებოდა ამ პროექტის ირგვლივ.
პროექტის ანონსი შედგა 2006 წელს; იმდროისათვის, როდესაც აჩვენეს სამუშაოს გეგმა ნამდვილად შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. სამწუხაროდ ყველაფერი 2009 წელს დასრულდა: პროექტის გამოსვლა არაერთხელ გადაიტანეს, მუდმივი ფინანსური პრობლემები და სასამართლო გარჩევებიც კი ხდებოდა საბოლოოდ პროექტის შემუშავება გაიყინა. ახლა კი საერთოდ ცაში გამოკიდებული დარჩა. თუ რათქმაუნდა MGM ახალ დეველოპერებს არ იპოვის. ჯერ-ჯერობით კი კინოსტუდიას პროექტის შესახებ გაგონებაც კი არ უნდა და ამ თემაზე პასუხს არცერთ კითხვას არ სცემენ.
თამას Stargate Worlds-ის თრეილერი:
httpvhd://www.youtube.com/watch?v=j1c80HwBI0k
გამოყენებულია Eurogamer-ის მასალები.



მაგარი სერიალია Stargate. იმედია თამაშსაც მოუძებნიან დეველოპერს მალე და გამოვა… 🙂
მაგარი სერიალია Stargate. იმედია თამაშსაც მოუძებნიან დეველოპერს მალე და გამოვა…+10000 🙂