ამერიკელმა ასტრონომებმა იპოვეს პლანეტების ფერების ინფორმაციის მიხედვით პოვნის მეთოდი.
სპეციალისტებისათვის დიდი ხანია ცნობილია, რომ ჩვენი პლანეტა განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ფერად განზომილებაში. ამას ორი მიზეზი აქვს: მზის გამოსხივების ატმოსფეროში რელისებური გაბრწყინება, რითიც ცის, ლურჯი შეფერილობა და ინფრაწითელი გამოსხივების შთანთქმის დაბალი დონე იხსნება. თუ დედამიწას შევადარებთ გაზის გიგანტებს, აღმოჩნდება, რომ მის ატმოსფეროში ცოტაა ინფრაწითელი გამოსხივების მშთანთქავი გაზი (მეთანი, ამიაკი).
ამაზე, ნათელია, რომ შესაძლებელია დედამიწის მსგავსი ეგზოპლანეტების აღმოჩენის მეთოდიკის აგება.
უკვე არსებულ ფერების მონაცემებს მერკურის, ვენერას, იუპიტერის, სატურნის და მისი თანამგზავრების ტიტანი, ურანი და ნეპტუნისას ასტრონომებმა დაამატეს აპარატ Deep Impact-ის მიერ გადმოცემული, რომელიც ხვალ მიუახლოვდემა კომეტა 103P/ჰარტლის. ზონდის ბორტზე დამონტაჟებულია 30 სანტიმეტრიანი ტელესკოპი High Resolution Instrument (HRI), რომელიც გამოსხივებას ატარებს შვიდ სხვადასხვა ფერად შუქის ფილტრში, რომელიც დამონტაჟებულია დისკზე. HRI აკვირდებოდა მარსს, დედამიწას, ასევე მთვარეს.
პლანეტების შესახებ მთელი არსებული ინფორმაციის უბრალო შეთავსებამ განსაკუთრებული შედეგი არ გამოიღო. როგორც გაირკვა, უველაზე უკეთესი — და მარტივია — სამი ძირითადი ფილტრის გამოყენება: ცისფერი, მწვანე და წითელი. შექმნის დიაგრამაზე, რომელიც გამოსახავს მზის გამოსხივების ტალღების დამთხვევას, რომლებსაც პლანეტების ატმოსფერო ირეკლავს, დედამიწა მკვეთრად განსხვავებულია მზის სისტემის სხვა ციური სხეულებისაგან.
რათქმაუნდა, ასეთი მეთოდიკით მიღებული კვლევის დადებითი შედეგები არ მოგვცემენ იმის დადასტურების საშუალებას, რომ ეს პლანეტა ძალიან გავს დედამიწას, მაგრამ მეტნაკლებად პერსპექტიული კანდიდატების ამორჩევა ნამდვილად შესაძლებელი იქნება.
httpvhd://www.youtube.com/watch?v=2NDv8lvcx5s
ანგარიშის სრული ვერსია გამოქვეყნებული იქნება გამომცემლობა The Astrophysical Journal-ში.
გამოყენებულია NASA-ის მასალები.

