Games

Blizzard-მა პროექტ Titan-ის არსებობა დაადასტურა


World of Warcraft-ის ვეტერანები დროა პენსიაზე გავიდნენ


კომპანია Blizzard-მა აღიარა, რომ ქმნის ახალ თამაშს, კოდური სახელწოდებით Titan.

წლის დასაწყისში დეველოპერები რაღაც ახალ MMO-თამაშზე მიგვანიშნებდნენ, რომელიც World of Warcraft-ის ალტერნატივა უნდა გამხდარიყო. როგორც ჩანს ეს სწორედ ის არის.

World of Warcraft-ის აღმასრულებელი პროდიუსერის, ფრენკ პირსის თქმით, Titan — ეს არის გლობალური ონლაინ თამაში, რომელიც დამუშავების პროცესშია. «ჯერჯერობით ჯობია პრესა არ შეწუხდეს ამ თემაზე, — აცხადებს პირსი. — ეს იქნება ახალი თაობის MMO, ასევე ჩვენ დავუკავშირდით საუკეთესო პროგრამისტებს და ვაპირებთ მათ პროექტში შემოერთებას».



Blizzard-ის სამომავლო გეგმები.


წყარო: Eurogamer

დაარქივებულია ორიგინალის მიხედვით · გამოქვეყნდა 18 დეკემბერი, 2010 ·არქივის შესახებ