დღეს (7 დეკემბერი) კომპანია Google ატარებს პრეზენტაციას სანფრანცისკოში (აშშ). როგორც მოსალოდნელია, დღეს შედგება მაღაზია Chrome Web Store-ის გაშვება, რომელიც დააანონსებული იყო მაისში. Chrome Web Store-ში ხელმისაწვდომი იქნება, პროგრამები Chrome-ის (ინტერნეტ-ბრაუზერი) და Chrome OS-ის(ოპერაციული სისტემა)  მომხმარებლებისთვის.

გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ 7 დეკემბერს წარმოდგენილი იქნება პირველი ნეტბუქი Chrome OS-ის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ.

ასევე აღსანიშნავია, რომ გუშინ  (6 დეკემბერი) შედგა Nexus S-ის და Android 2.3 ვერსიის ანონსი.

გამოყენებულია Engadget-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.