Hardware

Dell Venue: Android-სმარტფონი 4,1-დიუმიანი დისპლეით

კომპანია Dell-მა და სამხერთ კორეულმა ფიჭურმა ოპერატორმა KT-ამ დააანონსეს სმარტფონი Venue, რომელიც გავს მოდელს Venue Pro.

სიახლე, ადრე იყო ცნობილი კოდური დასახელებით Thunder, რომელსაც ჰქონდა მოძრავი კლავიატურა და Windows Phone 7-ის ოპერაციული სისტემა, რომლებიც შეიცვალა QWERTY კლავიატურით, და Android 2.2 ვერსიის ოპერაციული სისტემით.

ცნობილია, რომ მოდელს აქვს 4,1-დიუმიანი სენსორული AMOLED-ეკრანი, ზე-მდგრადი დამცავი შუშით Gorilla Glass.

სამხრეთ კორეაში სმარტფონის ღირებულება შეადგენს $610; მოწყობილობის გაყიდვები დაიწყება დეკემბრის ბოლოს, ხოლო როდის გამოჩნდება სმარტფონი სხვა დანარჩენ ბაზარზე ჯერჯერობით უცნობია.

გამოყენებულია KT-ის მასალები.

დაარქივებულია ორიგინალის მიხედვით · გამოქვეყნდა 17 დეკემბერი, 2010 ·არქივის შესახებ