კომპანია Dell-მა დააანონსა ბიზნეს-კლასის პორტატული კომპიუტერი Vostro V130.

შემქმნელების განცხადებით, სიახლე არის პირველი თხელი ნოუთბუქი, რომელშიც გამოყენებულია Intel-ის «ჰიპერბარიული» გაგრილების სისტემა (Hyperbaric Cooling). ამ ტექნოლოგიის არსი მდგომარეობს შემდეგში: ლეპტოპის კორპუსის ერთი მხარე, იწოვს ჰაერს გარშემორტყმული სივრციდან, რომელიც გამოდის გარეთ კორპუსის მეორე მხრიდან მთავარი კომპონენტების გვერდის ავლით, მაგალითად როგორიც არის პროცესორი. ხოლო, ეს ყველაფერი იძლევა გამაგრილების ბრუნვის სიჩქარის შემცირების საშუალებას და ამასთანავე ახშობს ხმაურის დონეს.

ნოუთბუქი შესაძლოა, აღჭურვილი იყოს Core i3-380UM (1,33 გჰც) ან Core i5-470UM (1,33 გჰც) პროცეოსრებით, დაბალი ენერგომოხმარებით.

სიახლეს აქვს, 13,3-დიუმიანი დისპლეი წერტილოვანი გარჩევადობით 1366×768 პიქსელი; გარე მონიტორის შესაერთებლად გამოიყენება HDMI და D-Sub ინტერფეისი. მოწყობილობას, ასევე გააჩნია Gigabit Ethernet და Wi-Fi ადაპტერი, ასევე დაშევებულია Bluetooth 3.0 კონტროლერის და WiMAX მოდულის დაყენება. მოწყობილობის ზომები — 330×230×16,5–19,7 მმ, წონა — 1,6 კგ.

Vostro V130 უკვე გაყიდვაშია და მისი ღირებულება შეადგენს 430 დოლარს ( Windows 7-ის ოპერაციული სისტემით).

გამოყენებულია Dell-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.