D: Dive into Mobile-ის კონფერენციაზე (6-7 დეკემბერი, სან-ფრანცისკო, აშშ) კომპანია Google-ის მობილური პლატფორმების მიმართულების დირექტორმა ენდი რუბინმა (Andy Rubin) წარმოადგინა Motorola-ს პლანშეტური კომპიუტერის პროტოტიპი. პლანშეტი განკუთვნილი იყო, Google Maps for Mobile 5-ის სერვისის პრეზენტაციისთვის, რომელსაც აქვს 3D-რუკების მხარდაჭერა.

მოწყობილობა იმართება Android-ის მესამე თაობის ოპერაციული სისტემით, ცნობილი როგორც Honeycomb. რუბინის განცხადებით, OS ოპტიმიზირებული იქნება პლანშეტური კომპიუტერებისთვის. Engadget-ის ინფორმაციით, Android 3.0-ის ინტერფეისი აშკარად გამოირჩევა ამ სისტემის აქამდე რელიზებული ვერსიებისგან. Android 3.0-ის რელიზი დაგეგმილია საახალწლოდ.

პლანშეტი შესრულებულია nVidia Tegra-ს აპარატულ პლატფორმაზე ორბირთვიანი პროცესორით. მოწყობილობას აქვს კამერა ვიდეოზარებისთვის; ხოლო ეკრანის დიაგონალის შესახებ განცხადება არ გაკეთებულა, თუმცა სავარაუდოდ მოწყობულობა მიიღებს 10-დიუმიან ეკრანს.

გამოყენებულია Engadget-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.