LG-ის მაღალგარჩევადობის ტელევიზორი CES 2010-ის ჩვენებაზე (Gene Blevins / LA Daily News / Corbis-ის ფოტო).
ევროკომისია, ანტიმონიპოლიური კანონის დარღვევის გამო, თხევადკრისტალური პანელების მწარმოებელ კომპანიებს დიდი ფულადი კომპენსაციის გადახდას დააკისრებს.
LG Display-ის, Chi Mei Optoelectronics-სა და კიდევ სამი კომპანიას სამომხმარებლო მოწყობილობების (რომლებშიც გამოიყენება თხევადკრისტალური პანელი) მაღალი ფასის ხელოვნურად შენარჩუნებაში ედებათ ბრალი.
წინასწარი იფორმაციით, მწარმოებლებს, საერთო ჯამში, 600-დან 700 მლნ ევრმომდე ჯარიმის გადახდა მოუწევთ. ცნობილია, რომ Chi Mei Optoelectronics ყველაზე დიდი თანხის გადახდა დაეკისრა, თუმცა ზუსტი ციფრები ჯერ არ სახელდება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში, ნიუ-იორკის მთავრობამ LG Display-ის, Chi Mei Optoelectronics-ს, AU Optronics-ს, CMO Japan-ს, Hitachi-ს, Samsung Electronics-ს, Sharp-სა და Toshiba-ს 1996 წლიდან 2006 წლამდე მაღალი ფასების ხელოვნურად შენარჩუნებაში დასდო ბრალი. ნიუ-იორკის პროკურატურა აპირებს განსასჯელებს ფულადი კომპენსაცია გადაახდევინოს.
წყარო: რეიტერი.

