კომპანია Giada-ს სამაგიდო მინი-კომპიუტერების ხაზი შეივსო მოდელით D2301-ით, რომელიც არის nVidia Ion-ის აპარატულ პლატფორმაზე.
კომპლექტაციის შესაბამისად, სიახლეს გააჩნია Intel-ის Core i3, i5 ან i7 სერიის პროცესორები.ოპერატიული მეხსირების მაქსიმალური მოცულება შეადგენს 8 გბ-ს; მყარ დისკს შეუძლია შეინახოს 1 ტბ ინფორმაცია. ასევე შესაძლებელია მრავალფორმატიანი DVD-ჩამწერის დაყნება ან ოფტიკური მიმღების Blu-ray სტანდარტის მხარდაჭერით.
მინი-დესკტოპს აქვს ქსელური Gigabit Ethernet კონტროლერი, Wi-Fi (802.11n) ადაპტერი, Bluetooth, ქარდრიდერი, ოთხი USB 2.0 პროტი და ერთი USB 3.0, ასევე გათვალისწინებულია HDMI და DVI ინტერფეისის მხარდაჭერა. მყიდველის სურვილის შესაბამისად მოწყობილობა შესაძლებელია აღჭურვილი იყოს TV-ტუნერით.
Giada D2301-ის ზომებია: 174×230×55 მმ; ენერგომოხმარება — 40 ვტ. კომპიუტერზე დაინსტალირებულია Windows 7 Home Premium-ის ოპერაციული სისტემა.
ღირებულების შესახებ, ინფორმაცია ჯერჯერობით უნცობია.
გამოყენებულია Giada-ს მასალები.

