კოსმიურმა აპარატმა “კასინიმ” სურათი გადაუღო, მოყვარული ასტრონავტების მიერ ცოტა ხნის წინ აღმოჩენილ გიგანტურ ციკლონს სატურნის სამხრეთ ნახევარსფეროში.
სურათები გადაღებულია 24 დეკემბერს 1,7 მილიონი კილომეტრი მანძილიდან. დედამიწაზე ეს სურათები 27 დეკემბერს მოვიდა.
ამ ციკლონს აქვს ძალიან დიდი ცენტრალური ხვეული და გრძელი კუდი, რომელიც მოძრაობს მასთან ერთად ათასობით კილომეტრ მანძილზე. გამოსახულება ცისფერ შუქში (მარცხენა) იძლევა წარმოდგენას კუდის ზომაზე, ხოლო ინფრაწითელ დიაპაზონში (მარჯვენა) იძლევა ქარიშხლის ამორფული ბირთვის შემადგენლობაში გარკვევის საშუალებას.
ფოტოები გადაღებულია ერთი თვის შემდეგ, იმის მერე რაც “კასინი” შეკეთდა, რაც გამოწვეული იყო მზის გამოსხივებით. აპარატი უძრავად იყო ორიდან ოც ნოემბრამდე.
სურათებს მართლაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან სატურნზე ამინდის დაკვირვება ძალიან რთულია მისი ატმოსფეროს გამო.
გამოყენებულია Wired-ის მასალები.

