მარცხნიდან მარჯვნივ: Google-ის აღმასრულებელი დირექტორი ერიკ შმიდტი და კომპანიის დამფუძნებლები ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი (Getty Images-ის ფოტო).

ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია Google, უახლოეს მომავალში, ელექტრონული წიგნების მაღაზიას გახსნის.

არსებული მონაცემების თანახმად, სევრისი, შეერთებულ შტატებში, მიმდინარე წლის მიწურულს ამუშავდება. პროექტი, საერთაშორისო ბაზარზე, 2011 წელს გამოჩნდება.

მაღაზია ასობით ათასი ელექტრონული წიგნისა და ჟურნალის სწრაფად «ათვისებას» აპირებს. Google ცნობილ გამომცემლობებთან, უკვე, აწარმოებს მოლაპარაკებებს იმის შესახებ, თუ როგორი იქნება გავრცელების ინდივიდუალური სქემა, ფასი, შემოსავალი, ასორტიმენტი, პროექტის დიაპაზონი და ა.შ.

საძიებო სისტემის წარმომადგენელი მაიკლ კირკლენდი (Michael Kirkland) აცხადებს, რომ კომპანია, ელექტრონული წიგნების მზარდ ბაზარზე გასვლას წლის ბოლოსთვის აპირებს.

დამკვირვებლების აზრით, Google აპირებს კონკურენცია გაუწიოს ონლაინ მაღაზია Amazon-ს, რომელიც წლის დასაწყისში, ელექტრონული წიგნების ბაზრის 90%-ს აკონტროლებდა. თუმცა, ანალიტიკოსების შეფასებით, მზარდი კონკურენციის გამო, Amazon-ის წილი, ამ კონკრეტულ სეგმენტში, უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში, 35%-მდე შემცირდება.

წყარო: Bloomberg.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.