Android 2.3 ვერსიის ანონსის შემდეგ, კომპანია Google-მა წარმოადგინა პირველი სმარტფონი მისი მართვის ქვეშ, მოდელი –– Nexus S, რომელიც დაამზადა სამხრეთ კორეულმა კომპანია Samsung-მა.
შეგახსენებთ, რომ Nexus S-ის შესახებ ინფორმაცია გამოჩნდა ცოტა ხნის წინ.
ტექნიკური მახასიათებლები:
♦ ეკრანი: 4-დიუმიანი Super AMOLED-დისპლეი გარჩევადობით 480×800 წერტილი (WVGA)
♦ ინტეგრირებული მეხსიერება 16 გბ, MicroSD ფორმატის ფლეშ-ბარათის სლოტით
♦ კომუნიკაციები: Bluetooth 2.1+EDR, Wi-Fi (802.11 n/b/g), GPS ნავიგაციის თანამგზავრული სისტემის მიმღები, ციფრული კომპასი, სამმაგი გიროსკოპი და Near Field Communication-ის (NFC) ჩიპი
♦ აქსელერომეტრი
♦ კამერა: 5 მეგაპიქსელი( ავტოფუკისით და გაელვებით); 480×720 წერტილი გარჩევადბის ვიდეოს ჩაწერის მხარდაჭერით
♦ ქსელი: GSM/GPRS/EDGE 850/900/1800/1900 მჰც და UMTS/HSPA 900/2100/1700 მჰც
♦ პროცესორი: გიგაჰერციანი Hummingbird-ის ჩიპი
♦ წინა კამერა: ვიდეო ზარების განსახორცილებლად
აღსანიშნავია, რომ სიახლისგან განსხვავებით, Galaxy S-ის ”ოჯახის” სხვა სმარტფონებს აქვთ HD-ვიდეოს ჩაწერის ფუნქცია 720p ფორმატში და ასევე Bluetooth 3.0.
აშშ-ში Nexus S გაყიდვაში გამოვა 16 დეკემბრიდან Best Buy Mobile-ის და Best Buy-ის სუპერმარკეტების ქსელში. აპარატის ღირებულება T-Mobile USA-ის ოპერატორთან ორწლიანი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში შეადგენს $199. კონტრაქტის გარეშე მოდელის ყიდბა შესაძლებელი იქნება $529. დიდ ბრიტანეთში Nexus S ხელმისაწვდომი იქნება 20 დეკემბრიდან Carphone Warehouse-ის ქსელში.
httpvhd://www.youtube.com/watch?v=fjaYKNwWWiQ
httpvhd://www.youtube.com/watch?v=lxUXulxE5o0
გამოყენებულია Google-ის მასალები.


