კომპანია LG Electronics-მა დააანონსა მსოფლიოში პირველი სერიული სმარტფონი nVidia Tegra-ს მეორე თაობის პლატფორმაზე. მოწყობილობას, გააჩნია ორბირთვიანი გიგაჰერციანი პროცესორი.
სიახლის ორი ვერსია იქნება ხელმისაწვდომი: SU660 — სამხრეთ კორეული ბაზრისთვის და P990 — სხვა დანარჩენისთვის.მთავარი განსხვავება –– T-DMB სტანდარტის ციფრული მიმღებია, რომელიც არის მხოლოდ პირველ მოდიფიკაციაში.
აპარატს აქვს 4-დიუმიანი სენსორული დისპლეი წერტილოვანი გარჩევადობით 480×800 (WVGA), 8-გბ ფლეშ-მეხსიერება, სლოტი MicroSD/MicroSDHC ფორმატის ფლეშ-ბარათებისთვის მოცულობით 32 გბ-მდე, 1,3 მეგაპიქსელიანი კამერა ვიდეოზარებისთვის, გიროსკოპი, აქსელერომეტრი, HDMI, Wi-Fi, Bluetooth და ასევე GPS მიმღები.
სიახლეს გააჩნია აკუმულატორი მოცულობით 1 500 მა/სთ. LG Optimus 2X-ს ასევე გააჩნია 8-მეგაპიქსელიანი კამერა HD-ვიდეოს (Full HD) ჩაწერის ფუნქციით.
სმარტფონს ექნება Android 2.2-ის ოპერაციული სისტემა; მწარმოებელი გვპირდება, რომ უახლოეს მომავალში ხელმისაწვდომი იქნება Android 2.3 ვერსია LG Optimus 2X-სთვის.
LG Optimus 2X-ის გაყიდვები დაიწყება შემდეგი წლის დასაწყისში. თავიდან მოდელი გამოჩნდება სამხრეთ კორეაში. მოწყობილობის ღირებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით უცნობია.
გამოყენბულია LG Electronics-ის და Engadget-ის მასალები.


