დიდ ადრონულ კოლაიდერზე (დაკ) ტყვიის იონებზე დაწყებული ექსპერიმენტებიდან უკვე სამ კვირაში კლაბორაციებმა ALICECMS და ATLAS გამოაქვეყნეს მიღებული მონაცემების გადამუშავების პირველი შედეგები.

ALICE-ის თანამშრომლება გამოაქვეყნეს ორი სტატია ჟურნალ Physical Review Letters-ში. ერთ-ერთ მათგანში მოცემულია ნაწილაკების რაოდენობის შეფასება, რომლებიც ჩნდებიან ტყვიის იონების პირისპირ შეფასებისას. ათასობით ასეთი ტიპის მოვლენებზე დაკვირვების შემდეგ, ფიზიკოსებმა დაადგინეს, რომ 2,76 ტევ ენერგიით ნუკლონების წყვილი მასების ცენტრების სისტემაში, გვაძლევენ დაახლოებით 18 000 ნაწილაკს, რაც 2,2-ჯერ აღემატება ამერიკაში მდებარე მძიმე იონების რელატივისტური კოლაიდერის ანალოგიური ექსპერიმენტის მაჩვენებლებს, სადაც ტყვიის მაგივრად გამოიყენება ოქრო, ხოლო ენერგია შეადგენს 0,20 ტევ-ს.

მეორე სტატია ეძღვნება ბირთვების პერიფერიულ შეჯახებებს და ე.წ ელიპტურ დინებას — მოვლენას, რომლის რეგისტრაციაც ითვლება RHIC-ის ერთ-ერთის უდიდეს მიღწევად. ერთმანეთის საპირისპიროდ მოძრავი ბირთვები ეჯახებიან ერთმანეთს და წარმოიქმნება კვარკ-გლუონური პლაზმა. ის ფართოვდება ყველა მხარეს, მაგრამ უპირატესად მისი ღერძის გასწვრივ, პლაზმა თავიდან უფრო პატარა სიგძის იყო. ექსპერიმენტისას დეტექტორი უბრალოდ არეგისტრირებს ნაწილაკებს, რომლებიც იფანტებიან ბირთვების შეჯახების შმდეგ; თუ ორი პარალელური მიმართულება იძლევა ნაწილაკების განსხვავებულ რაოდენობას, ეს განსხვავებაა სწორედ ელიპტური დინება.

თვითონ ელიპტიური დინების აღმოჩენა ადასტურებს კვარკ გლუონური პლაზმის წარმოქმნას. ALICE-ის წარმომადგენლების თქმით, ექსპერიმენტის შედეგები კარგად აღიწერება მოდელით, რომელშიც პლაზმას აქვს “პრაქტიკულად იდეალური” სითხის მახასიატებლებით.

კიდე ერთი მასალის ავტორებიც ელოდებიან Physical Review Letters-ში პუბლიკაციას, ისინი მსჯელობენ დინების შეჩერებაზე, ეს მეორე ეფექტია, რომელიც მიუთითებს კვარკ-გლუონური პლაზმის წარმოქმნაზე. ნაწილაკების ნაკადები, რომლებიც შეინიშნება დაკ-ზე პროტონების შეჯახებისას, წარმოადგენენ ვიწრო კონუსებს, რომლებიც საპირისპირო მიმართულებით არიან მიმართულები. იონებზე ექსპერიმენტებისას ამ ნაკადის ენერგია შეიძლება განსხვავდებოდეს საკმაოდ შესამჩნევი სიდიდით; ითვლება, რომ ერთ-ერთი მათგანი “ქრება” ცხელ და პლანტ ნივთიერებასთან ურთიერთქმედებისას — სწორედ იმ კვარკ-გლუონურ პლაზმასთან. სწორედ ასეთი არასიმეტრიული ნაკადები დაარეგისტრირეს CMS-ის და ATLAS-ის დეტექტორებმა.

დიდი ადრონული კოლაიდერის მუშაობის პრინციპი.

დაკ-ზე ტყვიის იონების რეალური შეჯახების  მოდელი:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=k64s4Ho-8-I

გამოყენებულია NewScientist-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.