LimeWire-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მარკ გორტონი (მარცხნივ) და კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ჯორჯ სირლი (LimeWire-ის ფოტო).

კომპანია LimeWire-მა საქმიანობის შეწყვეტა და საკუთარი ონლაინ მაღაზიების დახურვა გადაწყვიტა.

LimeWire, მიმიდნარე წლის მაისში, საავტორო უფლებების დარღვევაში იქნა ბრალდებული. სასამართლომ, რომლის ინიაციატორი ამერიკის ხმის ჩამწერი სტუდიების ასოციაცია (RIAA) იყო, მიიღო გადაწყვეტილება, რომ LimeWire მომხმარებელს ფაილების პირატულად მიღებაში ეხმარებოდა, ხოლო კომპანიის დამფუძნებელი მარკ გორტონი ამ საქმეს, თითქოს, პირადად უძღვებოდა.

ოქტომბერში, სასამართლომ LimeWire-ს საკუთარი კლიენტის პროგრამული ფუნქციონალის დახურვა უბრძანა, ანუ კომპანიას ფაილების ძიების, ჩამოტვირთვისა და გაცვლის უფლება ჩამოერთვა, ასევე აეკრძალა მისი გავრცელება. სწორედ ეს გახდა კომპანიის დახურვის მთავარი მიზეზი.

როგორც ცნობილი გახდა, 31 დეკემბერს LimeWire დახურავს ერთადერთ ოფისს, რომელიც ნიუ-იორკში მდებარებს, ასევე ონლაინ მაღაზიაში, LimeWire Store-ში, შეწყდება შეკვეთების მიღება.

წყარო: რეიტერი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.