სტივ ჯობსი თავის ქმნილებასთან ერთად. (2010 წლის იანვარი, სან-ფრანცისკო; Newscom-ის ფოტო).
გასულ კვირას Time-მა განსაზღვრა «წლის მამაკაცი»: ეს ტიტული, «ნახევარი მილიარდი ადამიანის გაერთიანებისა» და «ინფორმაციის ახალი სისტემის შექმნის გამო», Facebook-ის დამფუძნებელს, 26 წლის მარკ ცუკერბერგს ერგო. თუმცა, მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ გაზეთს, Financial Times-ს სულ სხვა შეხედულება აქვს: «წლის მამაკაცის» როლი ყველაზე მეტად, Apple-ის დამაარსებელს, სტივ ჯობს მოუხდება.
სტივ ჯობსისა და Apple-ის აღზევებას IT-ინდუსტრიაში Financial Times «თანამედროვე ბიზნეს-ისტორიაში ყველასგან გამორჩეულ დაბრუნებას» უწოდებს. საქმე არც ჯობსის მძიმე ავადმყოფობაშია და არც news.cnet-ის მიერ გამოქვეყნებულ შემთხვევით სტატიაში, სადაც მისი გარდაცვალების შესახებ წერდნენ, არამედ «ტიტულის» უმთავრესი მიზეზი IT-ინდუსტრიაში უმსვილესი კომპანიის ჩამოყალიბებაა, რომელიც კაპიტალიზაციით Microsoft-საც კი აღემატება.
როცა გაზეთების გარეკანს სტივ ჯობსის სურათები ამშვენებდა, ის ბევრად პატარა იყო ცუკერბერგთან შედარებით. პერსონალური კომპიუტერების პოპულარიზაციამ ის «ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ნამდვილი როკ-ვარსკვლავად» აქცია.
წყარო: Financial Times

