კომპანია Motorola-ს ფიჭური აპარატების ქვეგანყოფილების უფროსმა სანჯაი ჯამ (Sanjay Jha), Credit Suisse 2010-ის კონფერნციაზე, ისაუბრა კომპანიის ტელეფონ-სმარტფონების სამომავლო გეგმებზე.
Motorola Mobility, მომავლში, მთავარ ყურადღებას დაუთმობს სმარტფონებს, თუმცა გამოსაშვებად ამზადებს ორ, 7 და 10 დიუმიან, პლანშეტურ კომპიუტერს. ტოპ-მენეჯერი ხაზს უსვამს, რომ კომპანიისთვის მნიშვნელოვანია «პლანშეტური» მიმართულება.
Motorola-ს «სმარტფონულ» მიმართულებას გეზი «მაღალიკლასის მოდელებზე და საშუალო დონის მოწყობილობებზე» აქვს აღებული, პირველი პოპულარულია აშშ-ში, მეორე –– დანარჩენ სხვა ბაზარზე. ხოლო შემდეგი წლის დასაწყისიდან, ვენდორი გამოუშვებს სმარტფონებს მეოთხე თაობის ფიჭური ქსელების მხარდაჭერით (სავარუდოდ LTE სტანდარტის).
როგორც, ცნობილია 2011 წლის 4 იანვრიდან კომპანია გაიყოფა ორ ნაწილად –– Motorola Solutions და Motorola Mobility. Motorola Mobility-ის უფროსი გახდება სანჯაი ჯა.
გამოყენებულია Boy Genius Report-ის მასალები.

