ჩინეთში დაიწყო,  Motorola XT800+-ის გაყიდვა. სიახლე არის XT800-ის განახლებული ვერსია.

აპარატმა 550 მჰც ჩიპის ნაცვლად, მიიღო გიგაჰერციანი პროცესორი, ხოლო ოპერატიული მეხსიერების მოდულის მოცულობა ორჯერ გაიზარდა ––512 მბ-მდე. ოპერაციული სისტემა Android 2.1 შეიცვალა Android 2.2 ვერსიით.

სმარტფონს აქვს, 3,7-დიუმიანი სენსორული ეკრანი, წერტილოვანი გარჩევადობით 480×854 (FWVGA), 5-მეგაპიქსელიანი კამერა; ავტოფოკუსით და «მაღალი გარჩევადობის» ვიდეოს ჩაწერის ფუნქციით, მოწყობილობას ასევე აქვს, GPS-მიმღები,Wi-Fi, Bluetooth, HDMI პორტი და FM-ტუნერი.

აღსანიშნავია, რომ Motorola XT800+ არის «გლობალური» ფიჭური აპარატი, საუბარია იმის შესახებ, რომ მოწყობილობას შეუძლია იმუშაოს CDMA EV-DO და GSM/GPRS/EDGE ქსელებში.

გამოყენებულია Unwired View-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.