როგორი გახდება მსოფლიო რუკა, თუ თიოთოეული ქვეყანა "მიიღებს" მოსახლეობის რაოდენობის შესაბამის ტერიტორიას
საინტერესოა, რომ "ახალი მსოფლიო რუკა", რეალურისგან განსხვავებით, შეძლებს იამაყოს განაწილების პროპორციულობით. თუ დღესდღეობით ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ სახელმწიფოდ ითვლება მონაკო, რომლის 1 კვ კმ -ზე როგორღაც ეტევა 16 923 ადამიანი, ხოლო ყველაზე დაბალი სიმჭიდროვე დაფიქსირებულია მონღოლეთში (1,7 ადამიანი 1კვ. კმ), "მსოფლიოს ახალი განლაგების" შემთხვევაში მაჩვენებელი მიუახლოვდება დღესდღეობით საშუალოს 13 ადამიანი 1კვ. კმ-ზე.

ზოგიერთი ქვეყანა "ჩაიწევს" სულ რამოდენიმე ნაბიჯით: თურქეთი — ირანის ადგილას, ჰონდურასი — ნიკარაგუაში, ხოლო ნეპალი — მიანმუში. ბევრს უფრო დიდი გადაადგილება ელოდება. ავსტრალიელები გადავლენ ესპანეთის ტერიტორიაზე (არაუშავს, იქ კლიმატი მსგავსია, ასე რომ სწრაფად ადაპტირდებიან), შვეიცარელებს მოუწევთ ბანგლადეშის ჯუნგლების შეგუება, ხოლო სითბოს მოყვარულ ვიეტნამელებს...აი ირონიაც, მოუწევთ გრენლანდიაში დასახლება. :)
გამოყენებულია Big Think-ის მასალები.
