Rambus-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ჰაროლდ ჰიუზი (New York Times-ის ფოტო).

კომპანია Rambus-მა მიმართა ა.შ.შ-ს ვაჭრობის საერთაშორისო კომისიას (ITC) თხოვნით, რომ აიკრძალოს იმ პროდუქციის იმპორტი და გაყიდვა, რომლის წარმოებაშიც პატენტი დარღვეულია. გარდა ამისა, კომპანიამ საჩივარი უკვე შეიტანა კალიფორნიის საოლქო სასამართლოში: Rambus განსასჯელებისგან ფულად კომპენსაციას ითხოვს.

კონკრეტულად, სხვისი ტექნოლოგისს უკანონოდ გამოყენებაში, კომპანია ბრალს დებს, Broadcom-ს, Freescale Semiconductor-ს, LSI Corporation-ს, MediaTek-ს, nVidia-სა და STMicroelectronics-ს.

Rambus დარწმუნებულია, რომ დასახელებული კომპანიების მიერ დარღვეულია მთელი რიგი პატენტი, რომლებიც Dally-სა და Barth-ის ოჯახს მიეკუთვნება: საუბარია ტექნოლოგიაზე, რომელიც PCI Express-ს, Serial ATA-ს, Serial Attached SCSI-სა (SAS) და DisplayPort-ს უკავშირდება, ასევე DDR-ს, DDR2-ს, DDR3-ს, LPDDR-ს, LPDDR2-სა და GDDR3-ის მეხსიერების კონტროლერებს.

კომპანია Rambus, რომელსაც კომპიუტერული მეხსიერება არასოდეს შეუქმნია, ბაზრის უმსხვილესი მოთამაშეებისგან დიდი ფულადი კომპენსაციის მიღებას აპირებს.

წყარო: Rambus.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.