სმარტფონი BlackBerry (მწარმოებლის ფოტო).

კანადურმა კომპანია Research In Motion (RIM) შევდური ფირმა The Astonishing Tribe-ის (TAT) შეძენას აპირებს, რომელიც მუბილური მოწყობილობებისთვის სამომხმარებლო ინტერფეისის შექმნით არის დაკავებული.

TAT სმარტოფონებისა და ტელეფონების მწარმოებელ ძალიან ბევრ კომპანიასთან თანამშრომლობს, მათ შორის არიან: NokiaSony Ericsson და Motorola. გარდა ამისა, კომპანიის სპეციალისტებმა დიდი წვილი შეიტანეს პირველი «გუგლფონის» — T-Mobile G1 (HTC Dream) — ინტერფეისის შემნაში.

როგორც RIM-ის ტექნიკური დირექტორი დევიდ იაკი (David Yach) აცხადებს, TAT-ის მიღწევები და გამოცდილება ძალიან დიდ როლს ითამაშებს კომპანიის პლანშეტებისა და სმარტფონების პლატფორმების განვითარებაში. (სამწუხაროდ, კანადური ვენდორის მოწყობილობების ინტერფეისი ელეგანტურობით არ გამოირჩევა).

ინფორმაცია შეთანხმების ღირებულების შესახებ ჯერჯერობით უცნობია. TAT 2002 წელს დაარსდა; გასულ სექტემბერს კომპანიაში 180 ადამიანი მუშაობდა.

TAT-ის ექსპერიმენტალური ინტერფეისი Android პლატფორმისთვის:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=rqvL2lZGxQs

წყარო: Research In Motion.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.