გამოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია Samsung ამზადებს ფლაგმანურ «გუგლფონს», რომელიც გამოვა შემდეგი წლის პირველ ნახევარში. სავარაუდოდ მოდელის ანონსი შედგება თებერვალში Mobile World Congress 2011-ის გამოფენაზე.

ჯერჯერობით უსახელო სმარტფონი ფუნქციონირებს Android-ის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ, კოდური დასახელებით  Gingerbread, ხოლო აპარატულ პლატფორმად გამოყენებულია ცენტრალური პროცესორი ტაქტური სიხშირით 1,2 გჰც.

აპარატს აქვს: 8-მეგაპიქსელიანი კამერა ავტოფოკუსით, შუქდიოდური გაელვებით და HD-ვიდეოს ჩაწერის ფუნქციით 1080p (Full HD) ფორმატში, 16 გბ-იანი მეხსიერება, GPS ნავიგაციის თანამგზავრული სისტემის მიმღები, Wi-Fi (IEEE 802.11n) და Bluetooth 3.0 ადაპტერები, ასევე სენსორული დისპლეი წერტილოვანი გარჩევადობით 480×800 (WVGA), რომელიც შესრულებულია მეორე თაობის  Super AMOLED ტექნოლოგიით. მისი დიაგონალი იქნება 4,3 ან 4,5 დიუმი.

აღსანიშნავია, რომ სიახლეს გააჩნია  C2DM ტექნოლოგიის მხარდაჭერა, Google სერვისი, DLNA პროტოკოლი და ასევე ელექტრონული წიგნების, ჟურნალების და ა.შ წაკითხვის მხარდაჭერა.

გამოყენებულია Engadget-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.