კომპანია Samsung-მა განაცხადა, ახალი ტექნოლოგიის შექმნის შესახებ, რომელიც გამოიყენება თხევადკრისტალური დისპლეების დასამზადებლად.

კორეული ვენდორი მიიჩნევს, რომ სიახლე სახელად Super PLS (Plane to Line Switching), მომავალში შეცვლის IPS (In Plane Switching) ტექნოლოგიას. აღსანიშნავია, რომ Super PLS-ეკრანი 10%-ით უფრო მკაფიოა და ხილვადობის კუთხეც უფრო ფართე აქვს IPS-მატრიცასთან შედარებით.

ასევე აღსანიშნავია, რომ ახალი ტექნოლოგია იძლევა თხევადკრისტალური დისპლეების 15%-ით გაიფების საშუალებას.

Super PLS-ის ეკრანების არსებული პროტოტიპების გარჩევადობა –– WVGA (1280×800 წერტილი, ან 1366×768; უფრო ზუსტი მონაცემები ჯერჯერობით უცნობია).

Samsung აპირებს მსგავსი მატრიცების გამოყენებას: სმარფონებში, მედიაფლეერებში, პლანშეტებში და ა.შ.

ახალი პანელების მასიური წარმოება დაიწყება 2011 წლის პირველ კვარტალში.

გამოყენებულია Samsung-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.