კომპანია Virgin Galactic, რომელიც ეკუთვნის ბრიტანელ მილიარდერს რიჩარდ ბრენსონს, შემდეგი წლის ბოლოსკენ კოსმოსში აპირებს პირველი ტურისტული გაფრენის განხორციელებას.

როგორც უკვე არაერთხელ გვაცნობეს, ფრენები შედგება ხომალდ SpaceShipTwo-თი, რომელიც თვითმფრინავ WhiteKnightTwo-ისგან გამოყოფის შემდეგ 15კმ სიმაღლეზე, შეძლებს დანიშნულების ადგილამდე 6 მგზავრის და ორი ეკიპაჟის წევრის გადაყვანას. რამდენიმე წუთის განმავლობაში ტურისტები იქნებიან უწონადობის მდგომარეობაში და შეძლებეენ კოსმოსიდან დედამიწის დაკვირვებას. ამის შემდეგ SpaceShipTwo დაბრუნდება უკანა გზაზე.

როგორც რიჩარდ ბრენსონმა განაცხადა, ყველა გამოცდა და მომზადება SpaceShipTwo-თი სუბორბიტალური ფრენებისათვის დამთავრდება 12 თვის განმავლობაში. ხომალდის პირველი მგზავრები გახდებიან თვითონ სერ ბრენსონი და მისი ოჯახის წევრები.

თავიდან ბილეთის ფასი შეადგენს დაახლოებით 200 ათას დოლარს. როგორც სერ ბრენსონმა აღნიშნა, კოსმოსში გაფრენის სურვილი უკვე 500-მდე ადამიანმა გამოთქვა. დროთა განმავლობაში იგეგმება მოგზაურობის შედარებით გაიაფება, თუმცა უბრალო მოკვდავებისათვის ასეთი სიამოვნება სავარაუდოდ მაინც ძნელად მისაღწევი იქნება.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=1nFgAMQTAGk

ასევე ცნობილი გახდა, რომ უახლოეს დღეებში დაჯდება უპილოტო კოსმოსური ხომალდი X-37B, რომელიც კოსმოსში აპრილში გაუშვეს. მრავალჯერადი გამოყენების აპარატი, რომელსაც “მინი შატლი” დაარქვეს, განკუთვნილია გარკვეული “ფარული სამხედრო დავალების” შესასრულებლად. X-37B-ს დაჯდომა იგეგმება 3 დან 6 დეკემბრამდე.

გამოყენებულია Space. Com-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.