ასტრონომების ინტერნაციონალური ჯგუფი დააკვირდა ორი ვარსკვლავის გაერთიანებას, რომლის შდეგადაც შეიქმნა კონტაქტური ორფენა სისტემა
ესეთ სისტემებში ორივე ვარსკვლავი ავსებს ერთმანეთის როშეს გარსს და “ეხებიან” ერთმანეთს, შესაბამისად გაერთიანება მათი ევოლუციის ბუნებრივი შედეგია. კონტაქტური, ორმაგი ვარსკვლავები საკმაოდ ხშირად გვხვდება; მაგალითად ამ კატეგორიაში შედის დედამიწიდან სულ 41 სინათლის წელიწადით დაშორებული
44 Boötis ( ეს სამმაგი ვარსკვლავური სისტემაა).
მეცნიერების ნაწილი თვლიდა, რომ ორმაგ სისტემაში შერწყმით შეიძლება აიხსნას არაჩვეულებრივი ობიექტების გამოჩენა, რომლებიც პარამეტრებით ძალიან განსხვავდება სხვა ახალი ვარსკვლავებისგან. ირმის ნახტომში ასეთი ობიექტების მაგალითებია: მარტორქა V838, V4332 და V1309. ამდაგვარი “ახლები”(NOVA) ნაპოვნია ასევე ანდრომედას გალაქტიკაშიც (M31 RV) ასევე გალაქტიკებში М85(M85 2006 წლიდან) და NGC 300 (NGC300 2008 წლიდან).
ავტორების ყურადღება მიიბყრო “ახალმა” V1309, რომელიც განლაგებულია გალაქტიკის ცენტრთან დედამიწიდან 10 სინათლის წელიწადის მანძილზე. ეს ვარსკვლავთა სისტემა დაინახეს პოლონური ტელესკოპი OGLE-დან, რომლის მიზანიც იყო ბნელი მატერიის აღმოჩენა მიკროლინზირების მეთოდით. საქმეში ჩართულმა ჩილეს ტელესკოპმა ლას-კამპასმა მოასწრო 1 340 გაზომვის ჩატარება, ის V1309-ს აკვირდებოდა 2001 წლიდან 2008 წლის სექტემბრამდე, სწორედ ამ დროს დარეგისტრირდა ობიექტი, როგორც “ახალი”.
ასეთი შთამბეჭდავი რაოდენობის ინფორმაციის გადამუშავების შმდეგ, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ V1309-ის მახასიატებლების ახსნა ნამდვილად შსაძლებელია მოცემული ჰიპოთეზით. “ახლის” წინაპარი იყო კონტაქტური ორმაგი ორბიტალური პერიოდით 1,4 დღე, რომელიც დროთადრო მცირდებოდა. ობიექტის ნათებამ მკვეთრი ზრდა დაიწყო 2008 წელს “ახლის” აღმოჩენამდე ნახევარი წლით ადრე. დიდი ვარსკვლავი საწყის სისტემაში, როგორც მკვლევარები თვლიან მასით დაახლოებით მზის ხელა უნდა ყოფილიყო.
ანგარიშის სრული ვერსია გამოქვეყნდება ჟურნალ Astronomy and Astrophysics-ში.
გამოყენებულია Nature News-ის მასალები.

