ქსელში გამოჩნდა ახალი ინფორმაცია სმარტფონ X7-00-ის შესახებ, რომელსაც ამზადებს კომპანია Nokia. პირველი ინფორმაცია ამ მოწყობილობის შესახებ, გამოჩნდა ნოემბრის მიწურულს.
მოწყობილობა, უკვე მოხვდა Mobile Research Group-ის ანალიტიკოსის ელდარ მურტაზინის (Эльдар Муртазин) ხელში.
მისი განცხადებით, მოდელს არც თუ ისე ხარისხიანი კამერა აქვს ( Nokia C7-00-თან შედარბით), ანალიტიკოსმა ასევე გააკრიტიკა მისი «მუსიკალური შესაძლებლობები» ( შეგახსენებთ, რომ აქმდე არსებული ინფორმაციით, Nokia X7-00 აღჭურვილი იყო ოთხი დინამიკით, რომლებიც განლაგებული უნდა ყოფილიყო კორპუსის თითოეულ კუთხეში). მურტაზინი ასევე აცხადებს, რომ ეს არის «სათამაშო» სმარტფონი, თუმცა X7-00-ის დისპლეი არც თუ ისე მოხერხებულია «სათამაშო» სმარტფონისთვის.
მურტაზინის დასკვნა –– «მე არ მომწონს»,
სავარდო მონაცემებით, მოდელს აქვს 8-მეგაპიქსელიანი კამერა, 450 მბ ჩაშენებული მეხსიერება, Bluetooth, Wi-Fi და ასევე სენსორული ეკრანი წერტილოვანი გარჩვადობით 360×640. სმარტფონი მუშაობს Symbian³-ის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ.
აღსანიშნავია, რომ X7-00-ის ახალ სურათებზე გამოჩნდა ფიჭური ოპერატორის AT&T-ის ლოგო. ეს იმას ნიშნავს, რომ მოწყობილობა გაყიდება აშშ-იც, სადაც Nokia-ს პოზიციები შესუსტებულია.
გამოყენებულია Howard Forums-ის მასალები.

