კომპანია Blizzard-მა, MMORPG World of Warcraft-ის გაგრძელების, Cataclysm-ის გაყიდვების პირველადი ციფრები დაასახელა…
… და გაირკვა, რომ World of Warcraft: Cataclysm ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი PC-თამაში გახდა.
პირველ დღეს პროექტმა 3,3 მლნ ასლს გადააჭარბა, რაც წინა რეკორდთან შედარებით 500 ათასით მეტია, რომელიც, ასევე WoW-ადონმა — Wrath of the Lich King-მა დაამყარა, როცა 2008 წელს 24 საათში 2,8 მლნ ეგზეპლარი გაიყიდა. Blizzard-მა სხვადასხვა რეგიონში გაყიდვების ზუსტი ციფრების დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა ცნობილია, რომ რელიზიდან ერთ კვირაში, ევროპაში 1,46 მლნ ასლი გაიყიდა.
Cataclysm მიმდინარე წლის 7 დეკემბერს გამოვიდა. თამაშის სიუჟეტი მოგვითხრობს, თუ რა მოუვიდა აზეროტს მას შემდეგ, რაც Deathwing-მა გაიღვიძა. დრაკონის გამოღვიძებამ მთლიანად შეცვალა სამყაროს სახე: გამოჩნდა ახალი ტერიტორიები, გაქრა ძველი, შეიცვალა ლანდშაფტი და კლიმატი… აზეროტში მოგზაურობისას მოთამაშეს 3 500-ზე მეტი ქვესტის შესრულება და გმირის 85 დონემდე აყვანა მოუწევს.
თამაშის თრეილერი:
თამაშის კოლექციური გამოშვების დემონსტრაცია:
თამაშის სქრინშოთები:
წყარო: VG247

