Gamesბიზნესი

World of Warcraft: Cataclysm — ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი PC-თამაში

კომპანია Blizzard-მა, MMORPG World of Warcraft-ის გაგრძელების,  Cataclysm-ის გაყიდვების პირველადი ციფრები დაასახელა...

... და გაირკვა, რომ World of Warcraft: Cataclysm ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი PC-თამაში გახდა.

პირველ დღეს პროექტმა 3,3 მლნ ასლს გადააჭარბა, რაც წინა რეკორდთან შედარებით 500 ათასით მეტია, რომელიც, ასევე WoW-ადონმა — Wrath of the Lich King-მა დაამყარა, როცა 2008 წელს 24 საათში 2,8 მლნ ეგზეპლარი გაიყიდა. Blizzard-მა სხვადასხვა რეგიონში გაყიდვების ზუსტი ციფრების დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა ცნობილია, რომ რელიზიდან ერთ კვირაში, ევროპაში 1,46 მლნ ასლი გაიყიდა.

Cataclysm მიმდინარე წლის 7 დეკემბერს გამოვიდა. თამაშის სიუჟეტი მოგვითხრობს, თუ რა მოუვიდა აზეროტს მას შემდეგ, რაც Deathwing-მა გაიღვიძა. დრაკონის გამოღვიძებამ მთლიანად შეცვალა სამყაროს სახე: გამოჩნდა ახალი ტერიტორიები, გაქრა ძველი, შეიცვალა ლანდშაფტი და კლიმატი... აზეროტში მოგზაურობისას მოთამაშეს 3 500-ზე მეტი ქვესტის შესრულება და გმირის 85 დონემდე აყვანა მოუწევს.

თამაშის თრეილერი:

თამაშის კოლექციური გამოშვების დემონსტრაცია:

თამაშის სქრინშოთები:

წყარო: VG247

დაარქივებულია ორიგინალის მიხედვით · გამოქვეყნდა 20 დეკემბერი, 2010 ·არქივის შესახებ