Yahoo!-ს აღმასრულებელი დირექტორი კაროლ ბარტცი (Getty Images-ის ფოტო).
ვებ-წყაროები იტყობინებიან, რომ კომპანია Yahoo!, უახლოეს მომავალში, მთელ რიგ «არაეფექტურ» და «არაძირითად» ონლაინ სერვისებს დახურავს.
ცნობილი გახდა, რომ ოდესღაც პოპულარული საძიებო სისტემა AltaVista შეწყვეტს არსებობას, რომელიც ჯერ კიდევ Google-ის გამოჩენამდე არსებობდა (1995 წელი).
ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, 2005 წელს, დაუსახელებელ ფასად ნაყიდი სერვისის Delicious-ის არსებობის საკითხი.
გარდა ამისა, დასახური სერვისების სიაში მოხვდა სოციალური ქსელი MyBlogLog და ვებ-მომსახურება Buzz, რომელიც Digg.com-ის ანალოგს წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ Yahoo!-მ 600 თანამშრომელი დაითხოვა, ანუ დაახლოებით შტატების 4%. კადრების დათხოვნის ძირითადი მიზეზი — «ფინანსების ოფტიმიზაცია და ხარჯების შემცირება, რამაც ბიზნესის რაციონალიზაცია და ბაზარზე პოზიციების გამყარება უნდა გამოიწვიოს».
წყარო: Wall Street Journal

