Intel-ის შემდეგ, მიკროპროცესორების წარმოების მოცულობით რიგით მეორე კომპანიმ, AMD-მ 2010 წლის მეოთხე კვარტალი წარმატებით დაასრულა.
ოქტომბრიდან დეკემბრამდე AMD-მ $1,65 მლრდ გამოიმუშავა — იმდენივე რამდენიც ერთი წლის წინ. სუფთა მოგებამ $357 მლნ შეადგინა, ანუ 50 ცენტი აქციაზე. შედარებისთვის: 2010 წლის მესამე მეოთხედში კომპანიამ $118 მლნ დაკარგა. ამასთან, 2009 წლის უკანასკნელ კვარტალში მოგება გაცილებით მეტი იყო — $1,18 მლრდ ($1,52 ერთი ფასიანი ქაღალდი).
2010 წელს კომპანიამ, სულ, $6,49 მლრდ-ის შემოსავალი მიიღო, რაც 20%-ით მეტია 2009 წლის რეზულტატთან შედარებით ($5,40 მლრდ). სუფთა მოგება $304 მლნ-დან (45 ცენტი ერთი ფასიანი ქაღალდი) $471 მლნ-მდე (64 ცენტი) გაიზარდა.
წყარო: AMD

