ამერიკელმა მეცნიერებმა გაზომეს უახლოესი ელიპტიკური გალაქტიკა М87-ის შავი ხვრელის მასა.
იმდენად რამდენადაც ეს გალაქტიკა ჩვენგან დაშორებულია სულ რაღაც 50 მლნ სინათლის წელიწადით, ის სიდიდით ბევრად აღემატება სხვა დანარჩენ ობიექტებს ირმის ნახტომის მიმდებარე ტერიტორიაზე და მისი შავი ხვრელიც ძალიან დიდი უნდა იყოს. ადრე მეცნიერებმა “ჰაბლის” დაკვირვებების შედეგებზე დაყრდნობით, ხვრელის მასას აფასებდნენ, როგორც მზის 3მლრდ; შეგახსენებთ, რომ შავი ხვრელი ჩვენს გალაქტიკაში არის 4მლნ მზის მასის ტოლი.
მითითებული შეფასება, არ იყო ზუსტი და ავტორები შეეცადნენ უფრო კონკრეტული მაჩვენებლის მიღებას, М87-ში ვარსკვლავების მოძრაობის დაკვირვებით. კვლევები ტარდებოდა ადაპტური ოპტიკის სისტემის მეშვეობით 8,1 მეტრიან ტელესკოპზე “ჯემინი” და მაკდონალდის სახელობის ტეხასის ობსერვატორიის ტელესკოპიდან.
დაკვირვებებმა მკვეთრი კანონზომიერება გამოავლინეს: რაც უფრო ახლოსაა მნათობი გალაქტიკის ცენტრისაკენ მით უფრო მალე ბრუნავენ ისინი. ამის დადგენის შემდეგ, მეცნიერებმა მოახდინეს მოდელირება ცენტრალური ობიექტის ზემოქმედებისა ვარსკვლავებზე და შედეგად გამოთვალეს М87-ში შავი ხვრელის მასის მასის ახალი მნიშვნელობა — 6,6მლრდ მზის მასა. ასეთი შეფასება მთლიანობაში თანხმობაში მოდის იმ გამოთვლებთან რომელიც გაკეთდა 2009 წლის ივნისში, მაგრამ მაინც აღემატება მაშინ მოყვანის სიდიდეს.
ორივე კვლევის მონაწილე მკვლევარის კარლ გებჰარდტის (Karl Gebhardt) თქმით, რომელიც ოსტინში ტეხასის უნივერსისტეტის თანამშრომელია, შავი ხვრელის მოვლენების ჰორიზონტის რადიუსი М87-ის ცენტრში ნეპტუნისას დაახლოებით 4-ჯერ აღემატება. ეს ფაქტი ასტრონომებს აძლევს იმის საშუალებას, რომ ახლო მომავალში მიიღონ მოვლენების ჰორიზონტის არსებობის პირდაპირი დასტური.
მოკლე ვიდეორგოლი, სადაც М87-ის შავი ხვრელის მოქმედება შედარებულია ვუკლკანის ამოფრქვევასთან:
გამოყენებულია ScienceNOW-ის მასალები.

