ბიზნესი

მობილურების მსოფლიო ბაზარზე სმარტფონების წილმა 20 პროცენტს მიაღწია

ანალიტიკოსებმა გასული წლის მობილური ტელეფონებისა და სმარტფონების მსოფლიო ბაზრის მოცულობა შეაფასეს.

მათი გამოთვლებით, 2010 წელს, სულ 1,35-დან 1,45 მლრდ-მდე მობილური ტელეფონი გაიყიდა. ამათგან «ჭკვიანი ტელეფონების» წილი 270-280 მლნ ერთეულს შეადგენს, ანუ აპარატების ყოველ მეხუთე მყიდველი სმარტფონის მფლობელი გახდა.

2011 წელს, როგორც მოსალოდნელია, ტელეფონების ბაზრის მოცულობა 1,45–1,55 მლრდ-ს მიაღწევს, აქიდან კომუნიკატორების წილი 400 მლნ-ს გადააჭარბებს (25%).

დღეისათვის სმარტფონების უმსხვილესი მწარმოებლების სიას ლიდერობენ NokiaResearch In Motion და Apple. თუმცა ზრდის განსაკუთრებით მაღალ ტემპებს Android-ის პლატფორმაზე შექმნილი მოწყობილობების მიმწოდებლები აფიქსირებენ.

წყარო: DigiTimes

დაარქივებულია ორიგინალის მიხედვით · გამოქვეყნდა 4 იანვარი, 2011 ·არქივის შესახებ