Science

წარმოდგენილია რობოტ-ჰექსაპოდის გაუმჯობესებული ვერსია

მექანიკურ ქმნილებას ექვსი მბრუნავი ფეხით შეუძლია ნებისმიერ ზედაპირზე მარტივად გადაადგილება.

რობოტი Х-RHex აწყობილია ლაბორატორია Kod*lab-ის მიერ, რომელიც პენსილვანიის უნივერსიტეტში (ა.შ.შ)მდებარეობს. პროექტი შემქმნელებს ნულიდან არ დაუწყიათ: მასში გამოიყენეს წინა მსგავსი პლატფორმების ნიმუშები. ახალი მოდელი თავის წინა მოდელებზე ბევრად ძლიერია და შეუძლია სამჯერ მეტი მანძილი დაფაროს.

გაუმჯობესების მიუხედავად, მოწყობილობას არ დაუკარგავს კომპაქტურობა. მისი ზომებია — 57×39×7,5 სმ. ორი ლითიუმ-პოლიმერული აკუმლატორით ის იწონის 9,5 კგ-ს. ნახშირბადის მასალების წყალობით დროიდი ბევრად უფრო მყარია მის წინამორბედებთან შედარებით და ბევრად მეტი საჭირო მოწყობილობების ტარება შეუძლია.

Х-RHex-ის გადაადგილების პრინციპი არ შეცვლილა. მისი ფეხებს წარმოადგენს თხელი, მყარი ფირფიტები, რომელიც მორბენალი-ინვალიდების პროტეზებს მოგვაგონებს. რიგ-რიგობით ფეხების მოძრაობით, მანქანას შეუძლია 5,4 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილება. ზედაპირს, რომელზეც ის მოძრაობს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს: ეს დამტკიცდა ცდებით რომელიც ჩატარდა მოჰავეს უდაბნოში.

84 ვატიანი უკოლექტორო ელექტროძრავი Х-RHex-ს აძლევს სამ საათამდე მუშაობის საშუალებას, მას "ბორტზე" აქვს ვიდეოკამერები, GPS-ნავიგატორი, ლაზერული სკანერი და სხვა მოწყობილობები, მას გადაადგილება 12 კმ მანძილზე შეუძლია.

ექვსფეხა "ძაღლი" არა მხოლოდ მეცნიერებას მოემსახურება, არამედ ასევე ტერორიზმთან ბრძოლაშიც დაეხმარება მთავრობას. სამხედროების ინტერესი იმით დადასტურდა, რომ ამერიკის თავდაცვის სამინისტრომ (DARPA) ტავისი წვლილი შეიტანა პროექტის დაფინანსებაში.

რობოტი Х-RHex მოქმედებაში:

httpvhd://www.youtube.com/watch?v=VL0aiQAm4RU

გამოყენებულია Fast Company-ის მასალები.

დაარქივებულია ორიგინალის მიხედვით · გამოქვეყნდა 27 იანვარი, 2011 ·არქივის შესახებ