კორპორაცია Intel-მა გასული წლის უკანასკნელი მეოთხედის ფინანსური მაჩვენებლები შეაჯამა.
«ინტელის» გენარალური დირექტორის, პოლ ოტელინის თქმით, 2010 წელი საუკეთესო პერიოდი იყო კომპანიის ისტორიაში. შემოსავალმა, სუფთა და ოპერაციულმა მოგებამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.
გასულ კვარტალში Intel-ის შემოსავალმა $11,5 მლრდ-ს მიაღწია, რაც 2009 წლის ბოლო მეოთხედთან შედარებით 8%-ით მეტია. სუფთა მოგება 48%-ით გაიზარდა, $3,4 მლრდ-მდე (59 ცენტი ერთი ფასიანი ქაღალდი).
წლიური გამოთვლებით კომპანიამ $43,6 მლრდ გამოიმუშავა, 24-პროცენტით მეტი 2009 წელთან შედარებით. კოლოსალური რაოდენობით გაიზარდა სუფთა მოგება — 167%, ანუ $11,7 მლრდ ($2,05 აქციაზე).
Intel იმედოვნებს, რომ მიმდინარე წელი კომპანიისთვის უფრო მომგებიანი აღმოჩნდება. ოტელინიმ განაცხადა, რომ ბაზარზე რამდენიმე პლანშეტი და სმარტფონი გამოჩნდება Atom-ის პროცესორით.
მიმდინარე კვარტალში კომპანია $11,5 მლრდ შემოსავლის მიღებას გეგმავს.
წყარო: Intel

