ინტერნეტ-აუქციონმა eBay-მ 2010 წლის ყველაზე გაყიდვადი პროდუქტების ათეული გამოაქვეყნა.

სიის სათავეში ივნისსში წარმოდგენილი კომუნიკატორი Apple iPhone 4 მოექცა. სწორედ ივნისის თვეში გაიყიდა ყველაზე მეტი iPhone 4 (აქსესუარების ჩათვლით) eBay-ის აუქციონზე — საერთო ჯამში 1,63 მლნ ერთეული.

მეორეზე გავიდა ყველასათვის ცნობილი სათამაშო «ბარბი» და ყველაფერი რაც მას უკავშირდება (1,18 მლნ ერთეული). 1,03 მლნ გაყიდული პროდუქტით, მესამეზეა «მილითარი» სტილის ტანსაცმელი, ხოლო 748,1 ათასი ერთეულით − Hot Wheels-ის სათამაშო ავტომობილები მეოთხე ადგილზე გავიდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ხუთეულში შევიდა Apple-ის კიდევ ერთი პროდუქტი − პლანშეტური კომპიუტერი iPad. ის და მასთან დაკავშირებული აქსესუარები, სულ 621 ათასი გაიყიდა.

eBay-ის სრულ რეიტინგს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

წყარო: AppleInsider

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.