ოლონიის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა ანდრეა როსიმ (Andrea Rossi) და სერჟიო ფოკარდიმ (Sergio Focardi) წარმოადგინეს მუშა მოწყობილობა, რომელიც როგორც ამბობენ წარმოადგენს ნიკელ-წყალბადის თერმობირთვულ რეაქტორს.

პრეზენტაცია ჩატარდა ასეთი ღონისძიებებისათვის შესაბამის ადგილას, მთელი საიდუმლოობის დაცვით: პრეს კონფერენციაზე სულ 50-ამდე ადამიანი იყო მიწვეული, რომლებსაც ბატონმა როსიმ და ფოკარდიმ, ცივი თერმობირთვული სინთეზის “პიონერებმა”, აჩვენეს მოწყობილობის პროტოტიპი. როგორც გამომგონებლები ამბობენ, დანადგარი ახდენს თერმობირთვულ რეაქციას, შედეგად გამოიყოფა ენერგია და სპილენძი. ყოველ წუთს იგი გარდაქმნის დაახლოებით 292 გრამ წყალს, 20˚C ტემპერატურაზე, მშრალ ორთქლს 101 ˚C-ზე, წყლის გასათბობად და მის ორთქლად საქცევად საჭიროა დაახლოებით 12 400 ვტ, ხოლო მთლიანად დანადგარს ჭირდება 400 ვტ.
იტალიელები მზად არიან უკვე სამ თვეში დაიწყონ რეაქტორის კომერციული წარმოება, ხოლო უკვე მასიურ წარმოებას გეგმავენ 2011 წლის ბოლოს. მათი თქმით ახლა მეცნიერები მუშაობენ მეგავატიანი აგრეგატის შექმნაზე რომელიც 125 მოდულისაგან შედგება.

რათქმაუნდა ფიზიკოსების კოლეგები ასეთი განცხადებებს სკეპტიკურად მოეკიდნენ. მოწყობილობის მუშაობის დეტალები არ ხმაურდება, ხოლო რეაქციის დამაკმაყოფილებელი თეორიული ახსნაც უბრალოდ არ არსებობს. გამომგონებლების სტატია ჯერ არ მიუღიათ არცერთ რეცენზირებულ ჟურნალში, მისი გამოქვეყნება მოუწიათ ინტერნეტ-გამოცემა Journal of Nuclear Physics-ში, რომელიც სწორედ ბატონების როსი და ფოკარდის დაარსებულია.

არაფერი გაირკვა სპერციალურ პრეს-კონფერენციაზეც ინტერნეტში. მეცნიერების არგუმენტებით იქამდე მივდივართ, რომ დანადგარი უკვე მუშაობს, და მალე მისი შეძენაც კი იქნება შესაძლებელი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლონიის პრეზენტაციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო ჯუზეპე ლევი (Giuseppe Levi), იტალიის ბირთვული ფიზიკის ნაციონალური ინსტიტუტის წარმომადგენელი. უახლოეს მომავალში ბატონი ლევიც შეაფასებს მეცნიერების ნამუშევარს.

პრეზენტაციის ვიდეოჩანაწერი იტალიურად (პრეზენტაციის ინგლისურენოვანი ნაწერი იხილეთ აქ):

გამოყენებულია PhysOrg-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.