გინესის რეკორდების წიგნმა სცნო რიცხვ π-ის გამოთვლის შედეგები, რომელიც მიიღეს ამერიკელმა სტუდენტმა ალექსანდრ იეემ (Alexander Yee) და იაპონელმა მკვლევარმა შიგერუ კონდომ (Shigeru Kondo).

წინა წლის აგვისტოში იიმ და კონდომ განაცხადეს π-ის დათვლის შესახებ დიდი სიზუსტით, ამით თითქმის ორჯერ გაუმჯობესდა წინა რეკორდი, მძიმის შემდეგ 2,7 ტრილიონი ნიშანი. ეს მიღწევა ეკუთვნოდა ფრანგ ფაბრის ბელარდს (Fabrice Bellard).

აღსანიშნავია, რომ გამოთვლები ხორციელდებოდა არა სუპერკომპიუტერზე, არამედ ჩვეულებრივ დესკტოპზე, რომელიც აწყობილი იყო სხვადასხვა კომპონენტებისაგან. ამ კომპიუტერის ერთადერთი განმავსხვავებელი იყო რამდენიმე ათეული გარე მყარი დისკი. ალგორითმი გამოთვლებისათვის შექმნა ალექსანდრ იიმ; გამოთვლებში დაიხარჯა 90 დღე.

ეხლა რიგი შემოწმებების შემდეგ, გინესის რეკორდები კომიტეტმა ოფიციალურად სცნო ენთუზიასტების მიღწევა. კონდომ განაცხადა, რომ ის ის “პი”-ის კიდევ უფრო ზუსტად გამოთვლას აპირებს — მძიმის შემდეგ 1- ტრილიონი სიმბოლოს სიზუსტით. მოსალოდნელია, რომ ასეთი სიზუსტით დათვლილი იქნება ივლისისათვის.

π — მათემატიკური კონსტანტაა, რომელიც გამოხატავს მოცულობის სიგრძის დამოკიდებულებას მისი დიამეტრის სიგრძესთან. ეს ირაციონალური რიცხვია, რომლიც ათობითი წარმოდგენა არასდროს არ მთავრდება და არც პერიოდულ რიცხვს წარმოადგენს.

გამოყენებულია როიტერის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.