გამომცემლობა Sony Computer Entertainment Killzone 3–ის დემოვერსიას გამოუშვებს.

იუწყებიან, რომ დემო PSN–ქსელში 16 თებერვალს გამოჩნდება, თუმცა PlayStation Plus–ექაუნთის მფლობელებს გადმოწერა ცხრა დღით ადრე შეეძლებათ. მოთამაშეები Icy Incursion დონეზე წვდომას მიიღებენ, რომელიც კამპანიის სიუჟეტის შუა ნაწილში ვითარდება.

გამოვა ორი ტიპის დემო–ვერსია — ჩვეულებრივი და სტერეოსურათების მხარდაჭერით.

თამაში სტუდია Guerrilla Games–ში მუშავდება, მხოლოდ PS3–კონსოლებისთვის. სრული რელიზი 22 თებერვალს ა.შ.შ–ში, ხოლო კანადაში და ევროპაში 23 თებერვალს შედგება. სიუჟეტი პირველი ორი ნაწილის გაგრძელებას წარმოადგენს: ISA–ს არმიამ პლანეტა ჰელგანზე გარკვეულ წარმატებებს მიაღწია, თუმცა ჰელგასტას არმია სწრაფად მოეგო გონზე და მზად არის კონტრშეტევისთვის…

თამაშის თრეილერი:

თამაშის სქრინშოთები:

წყარო: Eurogamer

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.