კონსოლური სათავგადასავლო ექშენი Knights Contract თებერვლის ბოლოს გამოვა, იუწყება გამომცემლობა Namco Bandai.

მოკლედ, თამაში უკვე გაგზავნილია დასაბეჭდად და ის მზის შუქს 22 თებერვალს იხილავს. პროექტზე იაპონური სტუდია Game Republic მუშაობს. ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშში მისი ავტორია — იოშიკი იკამოტო (Yoshiki Okamoto), ისეთი კლასიკების შემქმნელი, როგორიცაა Final Fight და Street Fighter II.

თამაშის სიუჟეტი ალტერნატიულ შუასაუკუნეების ევროპაზე მოგვითხრობს. ამ სამყაროში გრძნეულები, ჯადოქრები და დემონების სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა, რომლებსაც სპეციალურად გაწვრთნილი მონადირეები ებრძვიან. მოთამაშეს ერთ–ერთი მათგანის როლის მორგება მოუწევს. ოდესღაც მთავარმა გმირმა დოქტორ ფაუსტის ბრძანებით გრძნეული მოკლა, რომელიც გოგონა გრეტჰემში ჩასახლების შემდეგ შურისძიებას ცდილობს…

თამაშის თრეილერი:

წყარო: VG247

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.