გამომცემლობა Electronic Arts-მა, როგორც იქნა, ექშენ-RPG თამაში, Mass Effect 2 PlaStation 3-თვის გამოუშვა.
Bioware-ს პროექტის ევრორელიზი, გუშინ, 21 იანვარს შედგა, ხოლო ა.შ.შ-ში თამაში 18 იანვარს გამოვიდა. შეგახსენებთ, რომ ორიგინალი PC-სა და Xbox 360-თვის 2010 წლის იანვარში დაიწერა.
Mass Effect 2 მიგვითხრობს კაპიტან შეპარდის ისტორიაზე, რომელიც შორეულ მომავალში ცხოვრობს, სადაც კაცობრიობამ ღია კოსმოსისკენ გაიკვალა გზა, გაიცნო ახალი რასები და გალაქტიკის გადარჩენისათვის ბრძოლაში ჩაება…
სხვათა შორის, Mass Effect 3, ტრილოგიის უკანასკნელი ნაწილი, ერთდროულად PC-ზე, PS3-სა და Xbox 360-ზე მიმდინარე წლის მიწურულს გამოვა.
თამაშის თრეილერი:
თამაშის სქრინშოთები:
წყარო: Gamespot

