კორპორაცია Microsoft–მა გამოაქვეყნა ინფორმაცია მობილური ოპერაციული სისტემის, Windows Phone 7–ის გაყიდვების მოცულობის შესახებ, რომლის დებიუტი მსოფლიო ბაზარზე 2010 წლის ოქტომბერში შედგა.
კორპორაციის შეფასებით, 2010 წლის მეორე კვარტალში მობილური პლატფორმის 2 მლნ–ზე მეტი ასლი გაიყიდა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამავე რაოდენობის მაწყობილობების რეალიზება მოხდა ამ OS-ის მართვის ქვეშ, ანუ Microsoft–ის მიერ დასახელებული ციფრები Windows Phone 7–ის ოპერატორებისა და კომუნიკატორების მწარმოებლების მიერ შესყიდულ რაოდენობას აღნიშნავს.
Microsoft–ში აღნიშნავენ, რომ მომხმარებელთა 93% «აღფრთოვანებულია» Windows Phone 7–ის შესაძლებლობებით. თუმცა დღეისათვის ეს OS გაყიდვების რაოდენობით კონკურენტ მობილურ პლატფორმებს ძალიან ჩამორჩება. მაგალითად, კომპანია Apple–მა, გასულ კვარტალში, 16,2 მლნ iPhone–ის რეალიზება მოახერხა iOS ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ, ხოლო კანადურმა RIM–მა — 14,2 მლნ კომუნიკატორი BlackBerry.
თუმცა უდიდეს წარმატებას OS Android განიცდის. Google–ის შეფასებით, ყოველდღიურად 300 ათასი სმარტფონი აქტიურდება ამ პლატფორმის მართვის ქვეშ.
წყარო: რეიტერი

