დამოუკიდებელი ბულგარული კომპანია Masthead Studios ასრულებს თავის მრავალმომხმარებლიან როლურ, სამეცნიერო ფანტასტიკურ თამაშ Earthrise-ზე მუშაობას.
როგორც ცნობილია თამაში გამოჩნდება 2011 წლის 4 თებერვალს. რელიზი შედგება მხოლოდ პერსონალურ კომპიუტერებზე. ხოლო ეხლა თქვენ გაქვთ შანსი შეიტანოთ განაცხადი თამაშის ბეტა ტესტირებაში მონაწილეობის მისაღებად.
სიუჟეტით Earthrise უფრო მეტად გავს ფილმს Aeon Flux ვიდრე Fallout-ს (Masthead თანამშრომლობს Interplay-სთან, Fallout Online-ის შექმნაში). მოთამაშეებს მოუყვებიან კაცობრიობის სამწუხარო ისტორიას, რასაც საბოლოოდ თამაშში ცივ ომამდე მივყავართ. მესამე მსოფლიო ომის შემდეგ, მეცნიერებმა შემქნეს პიროვნებების გენეტიკური ბანკი Continoma Project, რაც იძლევა ადამიანების კოპირების საშუალებას. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ მსოფლიო მშვიდობით, ძმობით და ერთობით თამაში არ აიგება. ამიტომ ადამიანები გაიყვნენ ფრაქციებად და დაიწყო…
ტრადიციული ММО – მასშტაბური ქვესთების სახით, PvP-ბრძოლები, პერსონაჟის განვითარება და ა.შ.
თამაშის თრეილერი:
გამოყენებულია Masthead Studios-ის მასალები.

